ჩვენი პარლამენტის სპიკერი ვერც კი გაბედავს, რომ სხვა სივრცეში მზერა ისროლოს, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტის აზრით, კობახიძეს ასეთი დავალება გააჩნია, სხვაგვარად ვერ აიხსნება მუქარა პრეზიდენტზე, რომ შენ თუ იმას იტყვი, რაც ჩემი „პირადი ღმერთის” სმენას არ დააკმაყოფილებს, მაშინ შევცვლით თარიღს და ახლავე ჩავატარებთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს.
_ შემცვლელი დღევანდელი პრეზიდენტისა ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესს უკვე დაანონსებული აქვს.
ერთი რიგითი მოქალაქის მიერ შერჩეული, მისი ყველაზე სანდო პირი ბატონი ღარიბაშვილია. აი, მაშინ ყველაფერი დამშვიდდება და საქართველო გაბრწყინდება.
ამაზე სიტყვის წამოცდენას უკვე ჰქონდა ადგილი, რასაც თავის დროზე არ მიექცა ყურადღება, მაგრამ, ცხადია, რომ ნებისმიერი სახით ჩატარებული არჩევნები იქნება სერიოზული ზეწოლის შედეგი იმ ადამიანებზე, რომლებსაც მონური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქესთან, _ განაცხადა „ახალ თაობასთან სოსო ცისკარიშვილმა.
akhalitaoba.ge