ოზურგეთის ბავშვთა სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში მორიგი აქცია ჩაატარეს.
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა ქალაქ ოზურგეთში მდებარე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის „მომავლის სხივის ბავშვები“ მოინახულეს, ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები, წიგნები, ტკბილეული და სპორტული ნივთები გადასცეს.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში, კიდევ რამდენიმე აქციას ჩაატარებენ.