ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შუახნის მამაკაცი დაჭრეს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.