“პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის” წევრები პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავენ

დღეს პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის შეხვედრა გაიმართა.

ცნობილი მომღერალი და საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი დილიდან ფონდის წევრებს ხვდება.

როგორც ისინი აცხადებენ, ფონდს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა ექნება. ძირითადი აქცენტები გაკეთდება უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და პროდასავლურ კურსზე.

ფონდის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად წევრები ახალგაზრდების ჩართვას ასახელებენ.

ისინი უახლოეს მომავალში შეხვედრების დაწყებას რეგიონებში გეგმავენ. ფონდის პრეზენტაცია დეკემბერში იგეგმება.

პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის წევრები პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავენ.

Comments
Loading...