პაატა ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით განცხადება უახლოეს ხანში გაკეთდება

სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქრეიშვილი ადასტურებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს.

როგორც 2030.news-ს ზაქარეიშვილმა განუცხადა, გუშინ გაიმართა პარტიის ეროვნილი კომიტეტის სხდომა, სადაც გადაწყდა, რომ განცხადება უახლოეს ხანში გაკეთდება.

„გუშინ იყო ეროვნული კომიტეტის სხდომა და მივიღეთ გადაწყვეტილება, გაკეთდეს განცხადება. მალე გაკეთდება და ვნახავთ ყველაფერს. მე არ მინდა, რომ ზეპირად ჩემგან გავრცელდეს ინფორმაცია. პარტიის წევრი კი ვარ, მაგრამ მინისტრის თანამდებობაზე ვარ“,-აღნიშნა ზაქრეიშვილმა.

კითხვაზე, ტოვებენ თუ არა მინისტრი რესპუბლიკელები თანამდებობებს, ზაქარეიშვილმა განაცხადა – „გამორიცხულია, ასეთი არაფერი მსმენია“.

Comments
Loading...