პანამის დაავადებამ შეიძლება ბანანის სრული გაქრობა გამოიწვიოს
ისეთი ნაცნობი პროდუქტი, როგორიცაა ბანანია, შეიძლება მალე გაქრეს დედამიწაზე მცხოვრებთა საკვებიდან. მესამე მსოფლიოს ქვეყნებში შეიძლება მოვიდეს რეალური შიმშილი, მომწოდებლებმა კი 40 მილიარდი დოლარის ზარალი ნახონ. ყველაფერი კი მავნე სოკოს ბრალია.
„პანამურმა დაავადებამ” უკვე დააზიანა პლანტაციები ახლო აღმოსავლეთში, ავსტრალიაში და აზიაში. ახლა ლათინურ ამერიკას უახლოვდება. მცენარე ფესვიდან ხმება, მეცნიერებმა არ იციან როგორ შეაჩერონ ეს ეპიდემია. ბანანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კულტურაა მსოფლიოში.
ბანანი ეკვადორიდან 11 ათას კილომეტრს გადის კონტეინერებით, რომელშიც შენარჩუნებულია ტემპერატურა და ტენიანობა, შემდეგ მწიფდება სპეციალურ კამერებში ეთილენის ატმოსფეროსთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფრო იაფია, ვიდრე ბაღში მოყვანილი ვაშლი.
ბანანი დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების თითქმის მესამედის საკვებად გამოყენებული პროდუქტია და თუ მეცნიერთა პროგნოზი გამართლდა და სოკომ 4 წლის განმავლობაში ბანანის მოსავლის 85% გაანადგურა, კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება. მსგავსი რამ მოხდა გასული საუკუნის დასაწყისში, მაშინ პარაზიტმა სოკომ წარმატებით გაანადგურა ბანანის პლანტაციები. ერთ-ერთი სახეობა პრაქტიკულად გაქრა. ახლა კი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ბანანის ყველაზე გავრცელებული ჯიში-Cavendish.