“პანამის დოკუმენტები” – ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ე.წ. პანამის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ ისლანდიის პრემიერ მინისტრმა თანამდებობდა დატოვა. დოკუმენტების გამოქვეყნებას ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. დეპუატებმა კი პრემიერს უნდობლობა გამოუცხადეს.თავდაპირველად მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი პრეზიდენტს პარლამენტის დაშლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას თხოვდა, თუმცა მოგვიანებით გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.გავრცელებული ცნობით, პრემიერი საინვესტივიო ფონდ “უინტრისს” ფლობდა. 2009 წელს კი კომპანიის 50 პროცენტი საკუთარ მეუღლეს 1 დოლარად მიჰყიდა.ე.წ. პანამის დოკუმენტების გასაჯაროებას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერი. დევიდ ქემერონი ამბობს, რომ ოფშორულ კომპანიებში ინვესტიციებს არ ფლობს და მისი შემოსავალი მხოლოდ ხელფასი და დანაზოგია.

Comments
Loading...