პარიზის ტერაქტებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიტანეტის დაზვერვა გააქტიურდა
გამოცემა mirror-ის ცნობით, პარიზის ტერაქტებამდე ბრიტანეთის უშიშროება გააქტიურდა და ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა იმის შიშით, რომ Isis აუცილებლად მოახდენდა რეაგირებას ამერიკული უპილოტოს მიერ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი ჯალათის, მოჰამედ ემვაზის, მეტსახელად ჯიჰადი ჯონის ლიკვიდაციაზე.
რამდენიმე საათით ადრე, სანამ პარიზში შეიარაღებული ფანატიკოსები 150-მდე მშვიდობიან მოქალაქეს გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, ბრიტანეთის MI5 -მა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არსებობდა ტერორისტების მხრიდან მოჰამედ ემვაზის გამო შურისძიების საშიშროება . პოლიცია და უშიშროება გაძლიერებულ მზადყოფნაში იყო გადაყვანილი , კონტროლდებოდა ცნობილი ისლამისტების კომუნიკაციები, ტერორისტული აქტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციების მოსაპოვებლად.
უშიშროების ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, შესაძლებელი იყო, ტერორისტული აქტის ჩასატარებლად გამოყენებული ყოფილიყო გაფიცვა, ან ხალხის შეკრების რაიმე სხვა ადგილი.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში, პარიზში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა, რაც კარგად დაგეგმილ, კოორდინირებულ მოქმედებას ჰგავდა. დღეიდან, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოხვდებიან ისინი, ვინც შემჩნეული იყო რადიკალებთან რაიმე სახის კავშირებში.
გაძლიერებულია დაცვა მოჰამედ ემვაზის სახლთანაც.
კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, პარიზის ტერაქტების სერია, რომელში თვითმკვლელი ფანატიკოსები მონაწილეობდნენ, ჯიჰადი ჯონის ლიკვიდაციის გამო შურისძიების აქტი ყოფილიყო, საერთაშორისო უსაფრთხოების სამეფო ინსტიტუტის დირექტორმა, რაფაელო პანტუჩიმ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია. “ასეთ დროს მე მაღელვებს იმ ადამიანების ბედი, ვის მოტყუებასაც ტერორისტები ახერხებენ. მათ შორის არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სიკვდილი წყურიათ , ასევე ისინიც, ვინც თვითმკვლელობის შემდეგ განსაკუთრებულ პატივს და საიქიოში დიდ პრივილეგიებს ელიან”.-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით, მოჰამედ ემვაზი თავის მეგობართან ერთად საკუთარ ავტომობილში მოკლეს.
“ჩვენ მოვკალით ის, ვისაც დიდი ხანია ვუმიზნებდით”-განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, სტივ უორენმა.
ყოფილი ბრიტანელი პროგრამისტი, მოჰამედ ემვაზი, მეტსახელად ჯიჰადი ჯონი “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე ცივსისხლიანი ჯალათი იყო. ვიდეოები, რომლებზეც ის ამერიკელ ჟურნალისტებს, იაპონელ და სხვა მძევლებს სიკვდილით სჯიდა, შოკში აგდებდა მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს.