საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ავტოავარიაში მოყვნენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები_თენგიზ ხუბულოვი, გიორგი ფეიქრიშვილი და მახირ დარზიევი ავტოავარიაში მოყვნენ.

როგორც ცნობილი ხდება, ავტოავარია თერჯოლა -ზესტაფონის გზაზე მოხდა.

სამივე მათგანს თავის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები აღენიშნება, ერთის მდგომარეობა კი, შედარებოთ მძიმეა.

შეჯახება მსუბუქ და სატვირთო ავტომანქანებს შორის მოხდა.

Comments
Loading...