პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე მსჯელობის ფაქტს თავმჯდომარე უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხზე იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, რომ მას არ მოუსმენია პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ადა მარშანიას კომენტარი.
პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ და მეორე თავებს.
“პატრიოტთა ალიანის” წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.
საქართველოს პარლამენტი ქუთაისში ოფიციალურად 2012 წელს გადავიდა და დღემდე აღნიშნულ ქალაქში აგრძელებს მუშაობას. პირველი სხდომა ახალაშენებულ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 მაისს გაიმართა, რომელიც პრეზიდენტმა გახსნა.

Comments
Loading...