პარლამენტის სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა – კვორუმი ისევ არ შედგა

საქართველოს პარლამენტის სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია სხდომათა დარბაზში მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა, კვორუმისათვის კი 76 დეპუტატი იყო საჭირო.

პარლამენტის სასესიო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც რეგისტრაცია არ გაიარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეგისტრაცია 15 წუთში ჩანიშნა.

შეგახსენებთ პარლამენტში კვორუმის არასებობის გამო სხდომა 31 მარტს სამჯერ ჩაიშალა. პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. რამდენიმე საათია სუსის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.

Comments
Loading...