პარლამენტის თავჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფს ლაკონურობისკენ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ლაკონურობისკენ მოუწოდა.

“შეგვიძლია, მუხლობრივად განვიხილოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავები და რაც მთავარია, თითოეულ ჩვენგანს საშუალება ექნება გამოთქვას საკუთარი შენიშვნა, რომლის საფუძველზეც კანონპროექტი მომზადდება. შემდეგ კი განვიხილავთ სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე. სასურველია, რომ მაქსიმალურად ლაკონური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, წინააღმდეგ შემთხვევაში 3-ჯერ შეიძლება გაიზარდოს”, – განაცხადა კომისიის თავჯდომარემ პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის მიმდინარეობისას.
პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ დებულება 96 ხმით დაამტკიცა.
საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილია 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” – ორი წევრით. ასევე,კომისიის შემადგენლობში არიან ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.

Comments
Loading...