პარლამენტის თავმჯდომარემ ფოტო-ვიდეო რეპორტიორის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამოფენილი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, სოფო ბობოხიძის ფოტონამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.

“კიდევ ერთხელ მინდა მწუხარება გამოვთქვა, თქვენი კოლეგის, სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა ადამიანმა დაგვტოვა. ეს არის დანაკლისი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ ვნახეთ ფოტოები, რომელიც ასახავს სოფოს მუშაობას საქართველოს პარლამენტში, ასახავს მის ნიჭიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში მოეწყო ეს ღონისძიება და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სოფო ბობოხიძე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა, პარლამენტის შენობაში, მიმდინარე სასესიო კვირაში გაგრძელდება. დეპუტატებს, აპარატის თანამშრომლებს, მის კოლეგებს და პარლამენტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მისი თვალით დანახულ და მის ფოტოებზე ასახულ სამყაროს, ადამიანებს და ოპერატორის და ფოტოხელოვანის პროფესიის ხიბლს და სირთულეებს გაეცნონ.

Comments
Loading...