პარლამენტთან აქცია სლოგანით – ,,ნუ გვისმენთ“ მიმდინარეობს
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანოპროექტის პარლამენტში განხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში უკანონო მოსმენები გააგრძელოს.
,,ნუ გვისმენთ“ – ეს არის ჩვენი სლოგანი, რადგან ამ კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება ისევ ეცდება განახორციელოს თითოეული მოქალაქის უკანონო მოსმენები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა. ამ ყველაფერს პარლამენტში ურავლესობა ბიძინა ივანიშვილის გულის მოსაგებად აკეთებს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პარლამენტი დღეს ე.წ.ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.
ინტერპრესნიუსი