„პატარა იყო, 17 წლის, ბევრი მოვაწევინე და ცუდად გახდა“ – რატომ მოაწევინა ნინამ შვილს მარიხუანა
მომღერალ ნინა წკრიალაშვილის თქმით, როდესაც მისი შვილი 17 წლის იყო, მარიხუანას გასინჯვის სურვილი გაუჩნდა.
როგორც მომღერალმა თოქ-შოუ „პროფილში“ აღნიშნა, მან გადაწყვიტა, მარიხუანა შვილისთვის თავად მიეტანა.
„აინტერესებდა და შემეშინდა თუნდაც იმის, რომ პოლიციას არ დაეჭირა, იმის, რომ ე.წ. ბიო არ მოეწია. ამიტომ, მოვიფიქრე ასეთი ფორმა – ვიშოვე, მივიტანე სახლში და იმაზე მეტი მოვაწევინე, ვიდრე ნორმალურმა ადამიანმა უნდა მოწიოს. არ მოეწონა“, – აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.