პატრიარქი: “ჩვენ არ უნდა ვიყოთ მატარებელი ბოროტისა”
“საქართველო არის წილხვედრი წმიდისა ღვთისმშობლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გვეწევა ჩვენ და მომავალშიც შეგვეწევა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა, იმედი მომავლისა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, დღეს საღამოს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის წაკითხვის დროს ბრძანა.
“დიდი მარხვის წინ, ღრმად ვხედავთ და ვუყურეთ ჩვენ გულს-გონებას და ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია ან როგორ ვიტანთ მდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.
მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში.
იწყება დიდი მარხვა. ანდრია კრიტელის კანონი იწყება სიტყვებით: საით ვიწყო მე გლოვაი. ე.ი. ანდრია კრიტელი ამბობს, საიდან დავიწყო მე მონანიება, გლოვა.
გარშემო ცოდვებით ვარ მოცული და ამ დროს უფალი გვაძლევს ჩვენ მადლსა სულისა წმიდისა და სული წმიდა არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა აღმავსებელი.
სული წმიდა შეგვეწევა ჩვენ. არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის. ღმერთო შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება.
დღევანდელ დღეს ჩვენ შევყურებთ ცას და შევყურებთ ღმერთს და ვთხოვთ უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიენი.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ მატარებელი ბოროტისა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისგან. ჩვენ უნდა განვიწმინდოთ ცოდვებისგან.
და აი დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვებზედა, ჩვენ შვეთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვები ნებსით თუ უნებლიეთნი. მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, აღავლინეთ თქვენი ლოცვა ღვთის წინაშე და შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი ნებსითნი და უნებლიენი. ამინ”,- ბრძანა პატრიარქმა.
ipress.ge