საქართველოს საპატრიარქოში ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე, იული ედელშტეინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
პატრიარქმა შეხვედისას აღნიშნა, რომ ქართველებსა და ებრაელებს ერთი ბედი აქვთ, ამიტომ ერთამენთს უნდა დაეხმარონ.
“საჭიროა, ითქვას, რომ თქვენი კულტურა, ჩვენი ისტორია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ბოლო წლებში ებრაელები დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე და საქართველომ ხელი შეუწყო მათ, წასულიყვნენ. ებრაული კულტურა ჩვენთვის ახლობელია. მე მივესალმები თქვენ თანმხლებ პირებს და ვისურვებ, რომ მათ უკეთ გაიცნონ საქართველო. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დაახლოებისათვის. ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქართველმა ებრაელებმა ისრაელში დაბრუნების შემდეგაც შეინარჩუნეს თბილი ურთიერთობები საქართველოსთან.