პატრიარქი: ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სხვის ჯვარს იღებს, უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ჯვრის თაყვანისცემის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქის თქმით, უფალი ჯვარს ადამიანს მისი ძალის მიხედვით აძლევს.

„ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი სხვის ჯვარს იღებს – რამდენად მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მეტად მძიმეა სხვისი ჯვარი. უფალი აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით. შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ჯვარი ჩვენი – ის ჯვარი, რომელსაც ჩვენ ბოლომდე მივიტანთ, ის ჯვარი რომელიც მსუბუქ არს ჩვენთვის, ის ჯვარი, რომელიც ღვთის ნებით იქნება მოცემული ჩვენთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, 25 მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავი აღინიშნება. აღნიშნულ დღეს შესრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელსაც თავად პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლენს.

Comments
Loading...