პატრიარქს 13 თებერვალს ოპერაციას გაუკეთებენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი.
“გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
წყარო: კვირის პალიტრა