“პატრიოტთა ალიანსი” წინადადებით გამოდის, რომ პარლამენტის ყველა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი” წინადადებით გამოდის, რომ პარლამენტის ყველა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები არიან, რომელთაც განცხადებების გაკეთება სჭირდებათ.

ინაშვილს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ფრაქციების ფორმატში შეჯერდნენ.

მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით პრობლემა არაერთხელ შეიქმნა.

თავის მხრივ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მას “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მომზადებული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა მართებულად არ მიაჩნია, თუ საკითხებზე მსჯელობა ფრაქციების ფორმატში უნდა გაიმართოს.

კახიანის პათოსი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაიზიარა, რასაც ინაშვილის შეფასება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, სიმბოლურია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ეთანხმება.

ინაშვილს რომან გოცირიძე გამოეხმაურა და განუმარტა, რომ კახიძე “ნაციონალურ მოძრაობას” არ წარმოადგენს.

“თქვენ ჩემთვის ერთნი ხართ”, – მიმართა ინაშვილმა გოცირიძეს.

რეგლამენტში არსებული რეგულაციებით, პარლამენტის ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე სიტყვით ის დეპუტატი გამოდის, რომელიც გამომსვლელთა სიაში პირველი ეწერება.

Comments
Loading...