“პატრიოტთა ალიანსმა” დამატებითი ტვირთი აიკიდა – მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ირმა ინაშვილის პარტიის მიერ შექმნილი საარჩევნო ბლოკი ხაზგასმით პოზიციონირებული იქნება პროქართულ იდეოლოგიაზე.

მამუკა არეშიძემ “პირwელთან” საუბარში განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” დამატებითი ტვირთი აიკიდა, მაგრამ პროქართული იდეოლოგიის გაერთიანების არსებობა დღეს საქართველოში საჭიროა.

“როგორც ჩანს, ეს ბლოკი ერთნაირი განწყობების მქონე ადამიანების კრებულია და ეს ბლოკი იქნება პოზიციონირბეული პროქართულ იეოლოგიიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა – პროქართული მასხრად აქვს აგდებული პოლიტიკური ელიტის ერთ ნაწილს, მე ვთვილი, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება საჭიროა, რომელიც წყნარ სამუშაო ვითარებაში შეძლებს იმ იდეოლოგიის ჩამოყალიბებას და დაფუძნებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აკლია. რამდეენად მაოხერხებს ამას, ეს მომავლის საქმეა”,- განაცხადა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ახალ საარჩევნო ბლოკს ქმნის, როემლშიც გაერთიანებული არიან კახა კუკავას პარტია, ასევე კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

Comments
Loading...