აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა ირანს “მსოფლიო ტერორიზმის უმსხვილესი სპონსორი” უწოდა. ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად აღნიშნულისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
მეტისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფების გაძლიერების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ვერ ხედავს ამის სასწრაფო აუცილებლობას.
“ეს ახლო მომავალში არ მოხდება”, – აღნიშნავს მეტისი.
მან აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უყურადღებოდ დატოვოს თეირანის აგრესიული ქმედებები.
“ამის იგნორირება არაგონივრული საქციელი იქნება”, – აცხადებს იგი
ipress.ge