ფაჩულიას მხარდაჭერით აღფრთოვანებული NBA-ს ვარსკვლავი: მოქალაქეობის შეცვლას ვფიქრობ

NBA-ს ვარსკვლავი, „იუტა ჯაზის“ ცენტრი, რუდი გობერტი მოქალაქეობის შეცვლაზე ფიქრობს.

ფრანგი კალათბურთელი, NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის გამოკითხვის შუალედურ შედეგებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.„სერიოზულად ვფიქრობ მოქალაქეობის შეცვლაზე. #ქვეყნისმხარდაჭერა“, – წერს გობერტი.ლედური შედეგების მიხედვით, დასავლეთ კონფერენციაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას, 828 379 ხმა აქვს და ისევ მეორე პოზიციაზეა. ცნობისთვის, თავად რუდი გობერტი, გამოკითხვის შედეგებით, ათეულშიც არ არის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge
Comments
Loading...