ფაქტობრივად ესენი ვაჭრობენ ქრისტეთი – ბექა მინდიაშვილი

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ეკლესიის მიერ საკუთარი ძალაუფლების ბიზნესინტერესებისათვის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ეკლესია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

გადაცემა არჩევანში ბექა მინდიაშვილმა ის ფაქტები მოიყვანა, სადაც ეკლესიის ბიზნესინტერესები იკვეთებოდა.

მინდიაშვილმა „კაზანტიპის“ საკითხი გაიხსენა და წყალი „სნოს“ ინტერესების ფაქტზე ისაუბრა. ასევე „სოკარის“ თემა, როდესაც მეჩეთების მშენებლობის გამო საქართველოს სასულიერო პირები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, არ ჩაესხათ ბენზინი ამ ბენზინგასამართ სადგურში.

„გვახსოვს, რომელიღაც ბიზნესის დასაწყებად ეკლესია ჩაიდო იპოთეკურ სესხში. ეკლესია დღეს ჩამოყალიბდა არა რელიგიურ ორგანიზაციად, არამედ იქცა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციად. ფაქტობრივად ესენი ვაჭრობენ ქრისტეთი,“ – აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

Comments
Loading...