ფარული პატრულირების წესები იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფარული პატრულირების წესი შეიცვლება. რა ფორმით მოხდება ეს უცნობია, ვინაიდან დეპუტატებმა სხდომის შემდეგ დეტალებზე არ ისაუბრეს, კომენტარის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო შს მინისტრმაც.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტში შსს-მ რამდენიმე ახალი ინიციატივა წარადგინა, მათ შორის ქულებიანი მართვის მოწმობის, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის და ფარული პატრულირების შემოღების შესახებ.ძალოვანი სტრუქტურის საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტში მსჯელობენ.

Comments
Loading...