“ფეისბუქს” გაცნობის ახალი აპლიკაცია დაემატა

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მობილურ აპლიკაციას ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც ქსელის მომხმარებლებს საქმიანი პარტნიორებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის ახალი ადამიანების გაცნობას სთავაზობს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ახალი ფუნქცია, სახელწოდებით Discover People მომხმარებელს იმ ადამიანების გაცნობას და აღმოჩენას შესთავაზებს, ვინც მათ ქალაქში ან კომპანიაში მუშაობს.ასევე, შესაძლებელი იქნება იმ ადამიანების პოვნა, ვინც იმავე ღონისძიებით არიან დაინტერესებული, რომლითაც თქვენ.

ახალი სერვისი More-ის პანელის მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება. სერვისის ჩასაშვებად აუცილებელია საიტზე თქვენი და თქვენი ინტერესების შესახებ მოკლე ინფორმაციის განთავსება. ასევე, საჭიროა განათავსოთ რამდენიმე ფოტოსურათი.

სერვისის ტესტირება 2016 წლის ბოლოს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაიწყო, თუმცა ამიერიდან Discover People თანდათანობით ყველა მომხმარებლის მობილურ აპლიკაციაში გამოჩნდება, ვინც „ფეისბუქით” სარგებლობს.

Comments
Loading...