ფემინიზმი ქართულად…როგორი უნდა იყოს ფემინისტი ქალი?

სოფო ხუნდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“ფემინიზმი ქართულად.
ალბათ გეცოდინებათ ქართველ ე.წ. ფემინისტებს, 🙂 რომ საქართველოში ფემინიზმი 19-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყებს ათვლას. ისტორიას აღარ მოვყვები, ეგეც გეცოდინებათ. 🙂
– როგორი უნდა იყოს ფემინისტი ქალი?
– განათლებული, ძლიერი, მოწესრიგებული, თავდაჯერებული, წარმატებული.. (წარმატება ინდივიდუალურია, ყველა ფემინისტი ქალი წარმატებული ვერ იქნება) მიუხედავად მრწამსისა, ორიენტაციისა, გაგებისა და აღქმისა ქალი უნდა გავდეს ქალს!
– როგორები არიან ქართველი ფემინისტი ქალები?
– გაუნათლებლები, მოუწესრიგებლები, თავდაუბანლები, ძალით ორიგინალურები, დაბოღმილები. (ყველა ასეთი არ არის საბედნიეროდ!)
რატომ ვწერ ეხლა ამხელა სტატუსს და რატომ ვკარგავ ამაზე დროს? სისულელეა ალბათ, მაგრამ გულიმწყდება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასე აუფასურებენ ურთიერთობებს. დავიჯერო ვერ ხვდებიან, რომ ამ უაზრო ლოზუნგებით საკუთარ სისუსტეს უსვამენ ხაზს? რატომ უშვებენ გონებაში ეს ადამიანები, რომ შეიძლება ვიღაცის მონა გახდნენ მართლა ვერ ვხვდები.. მეცოდებიან ბავშვები, რომელებიც ამას უყურებენ და ეს ყველაფერი მოსწონთ..
არ ვარ ფემინისტი, მაგრამ ვაპროტესტებ უსამართლობას! სახლშიც ვერ მნახავთ მოუწესრიგებელს. ვსწავლობ ყოველდღე და ყოველწამს ვიყენებ განვითარებისთვის. არ ვთვლი რომ ქალი და კაცი თანასწორია, იმიტომ რომ მე ვერასდროს ვიმუშავებ (მაგალითად) მშენებლობაზე 🙂 მე ოჯახში მჭირდება მამაკაცი, რომელსაც დავეყრდნობი, რომელიც გამხდის უფრო თავდაჯერებულს და მომცემს სტიმულს, რომ მივაღწიო უფრო მეტს! 🙂
ცოტა გამიგრძელდა პოსტი, ამიტომ მოკლედ ვიტყვი ჩემს აზრს, თქვენ არ ხართ ფემინისტები, ვფიქრობ, უფრო მასხარები ხართ, რომლებმაც არ იცით სიტყვის მნიშვნელობა და ვერ აცნობიერებთ ბოლომდე რას აკეთებთ. თან არასრულფასოვნების კომპლექსიც გაწუხებთ, რაც ძალიან ცუდია. ალბათ არასდროს გიგრძვნიათ ოჯახური სითბო და ამიტომ. ცოტა მარტივად იცხოვრეთ ჩემო თანამოქალაქენო, უბრალოდ დატკბით ცხოვრებით, ისიამოვნეთ <3"
-წერს ხუნდაძე

Comments
Loading...