ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის ყველამ იცის. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ელოდებიან მის გამოჯანმრთელებას. მიუხედავად იმისა, რომ თავად გია მაისაშვილი შეუძლოდ არის, ის მაინც ახერხებს გულშემაკივრებთან სოციალურ ქსელში “გასაუბრებას”.

“სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარულით სავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია.
საკონცენტეაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია.

maisa-225x300

აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით.

გონება 24 საათი როგორც იდეების უწყვეტი გენერატორი ისე მუშაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულს გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი მივიყვანო 9 ივნისამდე, 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი , ახლა კი მშვიდად ვარ, ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად.

ერთადერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს , რასაც გავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ. თქვენი სიყვარული ფრთებს მასხამს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით.” – გია მაისაშვილი

Comments
Loading...