ფოთის პორტმა გემების მიღება დაიწყო

 ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გემების მიღება დაიწყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მამუკა ახალაძის თქმით, ამ ეტეპზე ფოთის პორტი შეუფერხებლად მუშაობს.
მისივე თქმით, ფოთის პორტში შემავალ არხში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარბს და პორტში შესვლას მხოლოდ ერთი გემი ელოდება.
უამინდობის გამო, 20 დეკემბერს ფოთის პორტში გემების შეყვანა-გაყვანის პროცესი შეჩერდა.
ძლიერი ღელვის შედეგად სანაპირო ზოლზე დიდი რაიოდენობით ქვიშა იყო დაგროვილი, რის გამოც პორტში შემავალი არხი ქვიშის მასით აივსო.

Comments
Loading...