ფოტოები: რატომ უნდა ნახოთ ისლანდია
ისლანდია ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია. კუნძული, რომელზეც მხოლოდ 320 000 ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. თუ ამ ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, წინასწარ მოემზადეთ საოცარი სანახაობისთვის.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით ისლანდიის შთამბეჭდავ და განუმეორებელ ბუნებაზე.

ფოტო: benjaminhardman

ფოტო: Peter Hammer
ისლანდიაში მოგზაურობა ძვირი სიამოვნებაა და ჯობია, არჩევანი ზამთარზე გააკეთოთ. ცივ სეზონზე შედარებით იაფია სასტუმროები და საჭმელი.

ფოტო: Menno Schaefer

ფოტო: Milko Marchetti
თუ გაგიმართლათ, ჩრდილოეთის ნათებასაც ნახავთ.

ფოტო: YourBurrito

ფოტო: Wim Denijs
თუ თქვენი ისლანდიაში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდს დაემთხვევა, ჩათვალეთ, რომ თქვენს განკარგულებაში ყველაზე გრძელი დღეებია. აქ გვიან ღამდება.

ფოტო: Andre Ermolaev

ფოტო: Einar Gudmann

ფოტო: benjaminhardman
ისლანდიის უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქია რეიკიავიკი.

ფოტო: Max Rive
მართალია, ქვეყანას სახელი ყინულის მიხედვით დაერქვა, მაგრამ ტერიტორია უმეტესად მწვანე ბალახითაა დაფარული.
GENIUS.GE