ფრანგული თვითმფრინავის ბორტზე ბომბი ნამდვილად აღმოჩნდა
„AIRFRANCE“ თვითმფრინამა, კენიის ქალაქ მომბასას აეროპორტში იძულებითი დაჯდომა განახორციელა, მას შემდეგ, რაც ტუალეტში ბომბის მსგავსი საეჭვო ნივთი შენიშნეს. როგორც აღმოჩნდა, თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილად იყო. ბომბის ბორტზე დამდები უკვე დაკავებულია. ლაინერი მავრიკიიდან პარიზში მიფრინავდა. ბორტზე 459 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. “Россия 24”-ის ინფორმაციით ასაფეთქებელ მოწყობილობას სტრუქტურას სპეციალური სამსახურები სწავლობენ.