ფრაზები, რომლებსაც წარმატებული ადამიანები არ იყენებენ
«მე არ მქონდა სხვა არჩევანი»
წარმატებული ადამიანები ყოველთვის ხედავენ ვარიანტებს, გარემოებების მიუხედავად. როცა ამბობთ, რომ სხვა არჩევანი არ გქონდათ განსაზღვრულ სიტუაციაში, იგულისხმება, რომ საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვამთ, რომ სუსტი ხართ, ვიდრე გარემო. ამ უსუსურობის აღიარებით მოსაუბრე იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
წარმატებული ადამიანები ამბობენ: «მე მაქვს არჩევანი», «აი ჩვენი ვარიანტები» ან «მოდით განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა». მათ იციან, რომ არჩევანის მოთხოვნის უფლება წარმოადგენს წარმატების მიღწევის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
«მე შემეძლო»
სიტყვები “უნდა” და “შემეძლო” გულისხმობენ სინანულს, დანაშაულის შეგრძნებას და დამნაშავეების ძებნას. წარმატებული ადამიანები არ იჭედებიან წარსულში, ისინი იშვიათად ნანობენ თავიანთ გადაწყვეტილებების ან ქმედებების გამო. მაშინაც კი, როცა ეს სხვისი წარუმატებლობაა, ფაქტს ღებულობენ როგორც გამოცდილებას, რომელიც აახლოებთ მიზანთან კიდევ ერთი ნაბიჯით. გარდა ამისა, არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება უფროსის, კოლეგის ან კლიენტის შენს წინააღმდეგ განსაწყობად, ვიდრე იმის თქმა, რომ ისინი რამეში დამნაშავენი არიან (ეს მართლაც ასე რომ იყოს). ამის ნაცვლად შეგიძლიათ თქვათ: “გთხოვთ, დამეხმარეთ გავერკვე რატომ… ” ან “სამომავლოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ალტერნატიული მიდგომა”
«მე არ შემიძლია ამის გაკეთება», «ეს შეუძლებელია»
გარდა იმისა, რომ ეს არის თვითშეზღუდვის სიტყვები, ისინი გაჟღენთილია პესიმიზმით და მარცხით. წრმატების გზაზე უამრავი ბარიერი გვხვდება, რომლებმაც შეიძლება გაართულოს ეს გზა, მაგრამ ვერასოდეს შეაჩერებენ ამ გზაზე მიმავალს. წარმტებული ადამიანი ყოველთვის გაუმკლავდება სირთულეს და ამას გააკეთებს მისი აღმოფხვრის ან შემოვლითი გზის პოვნით.
სიტყვა “არ შემიძლია” ან “შეუძლებელია” იშვიათად სტუმრობენ წარმტებული ადამიანის ცნობიერებას. იმის ნაცვლად რომ იწუწუნონ, ისინი იწყებენ ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიებას რეზულტატის მისღწევად. “მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს საშუალება… “, “მოდით ვცადოთ სხვაგვარად გაკეთება”.
«ეს ჩემი საქმე არ არის», «მე ამისთვის არ მიხდიან», «ეს ჩემი პრობლემა არ არის»
წარმატებული ადამიანები სხვებს ეხმარებიან წარმატების მიღწევაში. როგორც მილიარდერმა უორენ ბაფეტმა თქვა: «ვიღაც ახლა ხის ჩრდილში ზის იმიტომ, რომ ეს ხე ოდესღაც სხვამ დარგო.
წარმატებული ადამიანები გატაცებულნი არიან ინოვაციებით, ისინი მუდმივად ახალი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან. სტივ ჯობსმა თქვა: «ინოვაცია განასხვავებს ლიდერს და მიმდევარს». ამ მიზეზით განათლებული მმართველები აფასებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავლენენ შემოქმედებით აზროვნებას, მოქნილობას და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
არ უნდა აჩვენოთ, რომ წარსულში გაიჭედეთ, რომ არ შეგიძლიათ იყოთ მოქნილი და ჩაკეტილი ხართ თანამოაზრეებისთვის. მაშინაც კი, თუ არ ეთანხმებით ვინმეს იდეას, სჯობს ასე უპასუხოთ: «ეს საინტერესო იდეაა და როგორ იმუშავებს ის?» ან: «ეს სხვაგვარი მიდგომაა. მოდით განვიხილოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები».
თქვენი კოლეგა დააწინაურეს, თქვენ – არა. ის აღიარეს, თქვენ – არა. მისი განყოფილება იღებს დაფინანსებას, თქვენი – არა. უსამართლობას ყოველდღიურად აქვს ადგილი, სამსახურშიც და სამყაროშიც. წარმატებული ადამიანები იმის ნაცვლად რომ დაიწყონ პრეტენზიების გამოთქმა ან იწუწუნონ, იღებენ აქტიურ ზომებს: ახდნენ ფაქტების დოკუმენტირებას, აწარმოებენ საქმეს, წარუდგენენ ინტელექტუალურ დოკუმენტს იმ ადამიანს ან ჯგუფს, ვინც შეუძლია დახმარება გაუწიონ მას.
წარმატებული ადამიანები გაურბიან სხვების განსჯას, შეურაცხყოფას და ნეგატივს. მიუხედავად იმისა, თუ რა გრძნობა გაგიჩნდათ ან რა სიტუაციაში ხართ, თავი აარიდეთ არაკონსტრუქციულ ან სუბიექტურ განცხადებებს, რომლებიც გადმოსცემენ ადამიანების ან სამუშაოს მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას. თუ გაქვთ კონკრეტული საჩივარი ან შეკითხვა, რაც ვინმესგან ყურადრებას ითხოვს, მიმართეთ მას ფაქტებით და ტაქტიკურად, თან შეეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი.
თუ თქვენ პოზიტიურად იაზროვნებთ და დარწმუნებული იქნებით, რომ წარმატებისკენ მიდიხართ, მაშინ აუცილებლად მიაღწევთ მას!