პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი მასალები გავრცელდა

ნტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეომასალა ვრცელდება.

დღეს გავრცელებული ვიდეოს შესახებ, ამ ეტაპზე, მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლინდნენ ის პირები, რომელთა მიერაც 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განხორციელდა. აღნიშნული პირები დაკავებული არიან და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

Comments
Loading...