პირველად ჩინეთი „წითელ განგაშს“ აცხადებს ქალაქის თავზე მოდებული ნისლის გამო
პირველად ჩინეთი „წითელ განგაშს“ აცხადებს ქალაქის თავზე მოდებული ნისლის გამო. 21 მილიონიან ქალაქში სიფრთხილის უმაღლესი ზომებია მიღებული, ქალაქის მოსახლეობის მომაკვდინებელი ჰაერისგან დასაცავად.
სიფრთხილის ზომებში მოიაზრება სკოლების დახურვა, მშენებლობებისა და სხვა ინდუსტრიული სამუშაოების შემცირება.
გამოცემა INDEPENDENT – ის ინფორმაციით, ნისლი გასულ კვირასთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ხელისუფლება უახლოეს მომავალში დაბინძურების უმაღლეს დონეს ვარაუდობს.
ქალაქი უკვე იყო ნარინჯისფერი განგაშის ზონაში, რაც ნიშნავდა იმას, რომ მშენებლობები და ინდუსტრიული საქმიანობა შემცირებული იყო.
პეკინის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა მხოლოდ 200 მილის რადიუსში ხედავს. ჰაერი მომწამვლელი ნივთიერებებითაა გაჟღენთილი და ადამიანი მარტივად შეიძლება დაავადდეს გარეთ გასვლითაც კი.
გასულ კვირას Greenpeace – მა მოუწოდა ჩინეთის მთავრობას, რომ წითელი განგაში გამოეცხადებინათ, ოთხი დღის შემდეგ კი ამ ყველაფერს „აეროპოკალიფსი“ ეწოდა.
Greenpeace-ს წარმომადგენლების განცხადებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირება ბავშვების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს.