კრიპტო ვალუტის – ბიტკოინის ფასმა პირველად მისი არსებობის ისტორიაში ერთი უნცია ოქროს ფასს გადააჭარბა. ელექტრონული ბირჟა Kraken-ზე ერთი ბიტკოინი – 1268 დოლარი, ხოლო ერთი უნცია ოქრო – 1233 დოლარი ღირდა.
ეკონომისტები ამ ფაქტს ჩინეთში ბიტკოინზე გაზრდილ მოთხოვნილებას აბრალებენ. მიუხედვად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ მის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა, მას კვლავაც ბევრი ჩინელი ბიზნესმენი იყენებს, როგორც ქვეყნიდან ფულის გატანის მეთოდს.
ასევე, ბიტკოინს ბევრი ბიზნესმენი იყენებს, როგორც უსაფრთხო აქტივს და სხვა აქციებზე ფასის დაწევისას როგორც კაპიტალის დაცვის მეთოდს.
ბიტკოინი წარმოადგენს ციფრული ჟეტონების სისტემას, რომლით სარგებლობისას ყველა გარიგება ხდება მესამე პირის ჩარევის გარეშე. უსაფრთხოებისათვის კამოიყენება სხვადასხვა კრიპტოგრაფიული მეთოდი.
ბიტკოინები არსებობენ ელექტრონული ბაზა ბლოკჩეინში ჩანაწერების სახით, რომელშიც არადაშიფრული სახით ინახება ყველა ტრანზაქცია გადამრიცხავისა და მიმღების ბიტკოინ-მისამართის მითითებით, ამასთან მათი ვინაობა ანონიმურია.
მომხმარებლებს აქვთ აღნიშნული ბიტკოინ-მისამართები, რომელზედაც ირიცხება ეს ვირტუალური ვალუტა და ეს მისამართები ფაქტობრივად საბანკო ანგარიშების როლს ასრულებენ.
newposts.ge