Politico: ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს თეთრ სახლში პირადი კაბინეტი ექნება და აგრეთვე საიდუმლო ინფორმაციაზეც ექნება წვდომა,-ინფორმაციას გამოცემა Politico ადვოკატ ჯეიმი გორელიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

“პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილისთვის, რომელიც ადმინისტრაციის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული, ეს ახალი შესაძლებლობაა”, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ივანკა ტრამპი სახელმწიფო სამსახურში ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს და შესაბამისად, ხელფასის სახით ვერც ანაზღაურებას იღებს. ივანკა ტრამპის ადვოკატის განცხადებით, იგი მამის “თვალები და ყურები” იქნება და დონალდ ტრამპს სხვადასხვა რჩევებს მისცემს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ ივანკა ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში მამასთან ერთად ტრამპის ორგანიზაციაში მუშაობდა და შოუში “კანდიდატი” ერთ-ერთი პარტნიორი იყო.

ივანკა ტრამპი ამერიკელი ბიზნესვუმენი და ყოფილი მოდელია. იგი ამერიკელი დეველოპერის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ყოფილი ჩეხი მოდელის ივანა ტრამპის ქალიშვილია. ასევე ივანკა „The Trump organization“-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც მამამისის კომპანიაა, სადაც მისი სამუშაო ორიენტირებულია კომპანიის უძრავი ქონების და სასტუმროების მართვაში.

ტრამპს საკუთარი მოდის ნივთების ხაზი აქვს, მათ შორის ტანსაცმლის, ჩანთების, ფეხსაცმლის და აქსესუარების, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ის დიდ მაღაზიებში. მისი ბრენდი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ის თითქოს მოიპარა სხვა დიზაინერებს დიზაინი, ასევე PETA- მ გააკრიტიკა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო, სადაც ის იყენებს კურდღლების ბეწვს. 2016 წელს, აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისიამ აკრძალა “Ivanka Trump” – ბრენდირებული შარფები, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ ფედერალურ სტანდარტებს. 2016 წლის ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ ივანკას მოდის ხაზის პროდუქციის უმეტესი ნაწილი წარმოებულია აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

ipress.ge

Comments
Loading...