პოლიტპატიმართა სიაში არის პირი, რომელსაც 14-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ციხეში არ მჯდარა

არასამთავრობო სექტორი პოლიტპატიმართა სიიდან კიდევ ერთი პირის შესახებ ინფორმაციას სწავლობს.

ლევან ფხაკაძე 2012 წელს გახმაურებულ სიაში მოხვდა და, შესაბამისად, მასზე ძებნა გაუქმდა. მანამდე კი მას დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა ქონდა შეფარდებული.

პოლიტდევნილის სტატუსის მიღებამდე 5 წლით ადრე ფხაკაძემ ლევან ზირაქაძეს 8 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მან პოლიტდევნილთა 25-კაციან სიაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

პოლიტდევნილის სტატუსის მქონე ლევან ფხაკაძის კონკრეტული საქმე ახსოვთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს. პარტიაში აცხადებენ, რომ კითხვაზე, თუ რატომ მიიღო კრიმინალის გამო გასამართლებულმა პირმა პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი, მაშინ პასუხი კოლეგებისგან ვერც მათ მიიღეს.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე რუსთავი 2

Comments
Loading...