“პრემიერ-მინისტრს არ სურს იხილოს კალაძის მაგვარი უსაქმური მინისტრები მომავალ მინისტრთა კაბინეტში”

„პრემიერ-მინისტრ კვრიკაშვილს არ სურს მომავალ მინისტრთა კაბინეტში კალაძის მსგავსი უსაქმურები ჰყავდეს . ამ ადამიანს არჩევნებამდე მოხსნიან და გადაიყვანენ პარლამენტში“,-ამ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აკეთებს. მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილ ცვლილებებზე სადღობელაშვილმა „პირველ რადიოსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას პარტია „ქართული ოცნების“ კულვარებიდან აქვს და სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრებმა კალაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.

“გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს არჩევნებამდე მოხსნიან და არც ერთ სამინისტროს აღარ ჩააბარებენ და გადაიყვანენ პარლამენტში. დღეებს ითვლის პატივცემული და შესაბამისად აღარ ვაქტიურობთ კალაძესთან მიმართებაში. მოდით ასე ვთქვათ ჩვენ გვაქვს კულვარული შიდა პარტიული ინფორმაცია და მე როგორც მომაწოდეს ინფორმაცია დღევანდელ პრემიერ-მინისტრს არ სურს იხილოს კალაძის მაგვარი უსაქმური მინისტრები მომავალ მინისტრთა კაბინეტში, რომელიც არჩევნების მერე შეიქმნება. არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ მოიგებს „ქართული ოცნება“ და გაიყვანს შესაბამის კვოტას პარლამენტში, კალაძე იქნება პარლამენტში გადმონაცვლებული და მას მოაშორებენ მინისტრთა კაბინეტიდან,“-განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

Comments
Loading...