პრემიერი: ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე მიულოცა და დიდი მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს ასეთი შეფასებისა და ნდობისთვის.

“მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს – დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების გზაზე და ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.

დღეს ევროპარლამენტში, საიდანაც ყველაზე უკეთ ისმის ევროპელი ხალხის ხმა, ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპის ნაწილია.

ჩვენ დღეს მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც შეუძლებელია, არ აგაღელვოს და სიამაყით არ აგავსოს. ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დღეს ჩვენ სამაგალითო გვიწოდეს, ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის და მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

ipress.ge

Comments
Loading...