პრემიერი: გილოცავთ, ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას ულოცავს და ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს და დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიულს უწოდებს.

„გილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა! მადლობა ევროპარლამენტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის უფლების მინიჭებისთვის!”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზიის შემოღების საკითხს მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაცსაქართველოს პარლამენტის დელეგაციაც ესწრებოდა, საკითხს კენჭი უყარეს.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი ევროპარლამენტის 647 წევრიდან 553-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ 66 დეპუტატი წავიდა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 28 დეპუტატმა შეიკავა.

Comments
Loading...