საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარ აფეთქებებს „ტვიტერში“ გამოეხმაურა:
„კატეგორიულად ვგმობ სტამბოლში მომხდარ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ტერაქტის მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა,” – წერს პრემიერ მინისტრი.
სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 38, ხოლო დაჭრილია 200-მდე ადამიანი.