პრემიერი: საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერის თქმით, ამ მხრივ, ყველა შიში გადაჭარბებულია.

“საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ მხრივ ყველა შიში გადაჭარბებულია”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის საქმე თავიდანვე ორი სუბიექტის დავა იყო.

“პროცესი გრძელდება. ჩვენ ჩვენი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებას გავაგრძელებთ. ინსტიტუციები მუშაობენ და ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ამ ინსტიტუციების მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...