პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ფრაქციების “ევროპული საქართველოსა“ და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შეხვდება.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განმარტებით, პრეზიდენტიმა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა ყველა საპარლამენტო ფრაქციას შესთავაზა, თუმცა ამ დროისთვის შეთავაზებას მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობა გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი უმრავლესობიდან არ მიგვიღია, თუმცა მივიღეთ გამოხმაურება “ევროპული საქართველოდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან”. დღეს, პრეზიდენტი ამ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება. კანონთან დაკავშირებით მათ შეხედულებებს მოვისმენთ, ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ და მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვიფიქრებთ”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
პარლამენტმა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი ელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
პრეზიდენტს ათდღიანი ვადა აქვს და ამ ვადაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – აღნიშნულ კანონს ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს.