პრეზიდენტი კონსტიტუციის შესახებ: ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

განხილვის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

“როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი, ალაბთ, არა ისე, როგორც აქამდე ესე ხდებოდა, ალბათ, არა ისე, როცა დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი, იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს.

კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით, „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“, იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იწყება პროცესი – კონსტიტუცია ყველასია.

„იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს – კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...