პრეზიდენტი: კვირიკაშვილის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოწვევების წინაშე დგას.

მარგველაშვილის თქმით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობს.

„გიორგი კვირიკაშვილს სერიოზული გამოწვევები აქვს. მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს, რომელიც გადასაჭრელია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ასევე, პარლამენტთან ეფექტურობით და მე მინდა გიორგის წარმატება ვურსურვო ამ გზაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მომავალი პრემიერის განსასაზღვრია, თუ რა ტიპის ურთიერთობა ექნება მას გიორგი მარგველაშვილთან.

„ბუნებრივია, გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ის ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა, რა დამოკიდებულებაც იყო აქამდე ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის მიმართ, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება, ეს არ შემცვლია. იყო ასეთი პოლიტიკა და იოტით არ შევცვლილვარ ეს ორი წელიწადია ღარიბაშვილთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ურთიერთობის მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება გიორგი კვირიკაშვილთანაც.

„იგივე პოლიტიკა გაგრძელდება გიორგისთნაც. ხელისუფალმა უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან“, – აღნიშნა მარგველაშილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგინა.

Comments
Loading...