“პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხვალ დაგეგმილი შეხვედრა სპექტაკლა.„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას. მან ძალიან კარგად იცოდა, დარწმუნებული ვარ, რომ 10-ში იქნებოდა პლენარული სხდომა, შესაბამისად, სხდომის დროს დეპუტატები სპექტაკლში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგად უწყიან პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ საერთო სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, რომელიც კანონით არის გაწერილი,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრებით, რომელსაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან 10 მარტიდან იწყებს, ის ავლენს „ღრმა უპატივცემულობას პარლამენტის მიმართ“.

newposts.ge

Comments
Loading...