პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმაურება. “დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენ ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად. ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ვითარების შეცვლის ამოცანების შესაბამისად წლევანდელი წელი ქალთა წლად გამოვაცხადე. “, -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქში” გიორგი მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

Comments
Loading...