პრეზიდენტი რეზიდენციიდან სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს – კახა კოჟორიძე

პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

კოჟორიძე აცხადებს, რომ ამ კითხვის ადრესატი არ არის არც პრეზიდენტი და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

,,ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავეცით ოფიციალური წერილობითი პასუხი ამ საკითხზე – პრეზიდენტი სადმე სხვაგან გადასვლას არ აპირებს. ეს არის ოფიციალური პასუხი და პოზიცია არ შეცვლილა. ათონელის შენობის ბედი არ ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს მთავრობას უნდა ჰკითხოთ, რას უპირებენ ათონელის რეზიდენციას“ – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ დროულად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით. ქუმსიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს აქვს უფლება ამ მიმართულებით შეშფოთება გამოთქვას.

Comments
Loading...