პრეზიდენტი: “რუსთავი 2”-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გაჩერებით ქართულ დემოკრატიას სერიოზული დარტყმა მიადგება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „იმედის დრო“ განაცხადა, „რუსთავი 2“-ის გაჩუმება, ისევე როგორც სხვა არხების, ტრაგედიაა.

„მე სამართლებრივ დავაში არ შევდივარ, დავაფიქსირე პოლიტიკური რეალობა, რომელშიც ვართ და მკვეთრად ვთქვი, რომ „რუსთავი 2″-ის მფლობელობაზე არ ვსაუბრობ. „რუსთავი 2″-ის გაჩერებით, ჩვენ ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ დემოკრატიას, არამხოლოდ „რუსთავი 2″-ის , „იმედის” გაჩერება არ იყო ტრაგედია? არ არის სხვა არხების გაჩერება, გაჩუმება ტრაგედია? ტრაგედიაა.

„რუსთავი 2″-ის გაჩერებით ჩვენ მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს და ორივე უაღრესად მნიშვნელოვანია.თავისუფალი, დამოუკიდებელი, კრიტიკული, შესაძლებელია მიკერძოებული აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

Comments
Loading...