პრეზიდენტის სიძისა და მასთან ერთად დაჭრილი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და მასთან ერთად დაჭრილი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „ინფო 9“-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
“ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრებათ”, – განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი გვიან ღამით დაჭრეს. გოგოჭურს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მინდია გოგოჭურს წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა.